weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლედი გაგას კონკურს „მის გეი ამერიკას“ გვირგვინი გადაეცა

12:51 ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017

პოპულარულ მუსიკოს ლედი გაგას, რომელიც ლგბტ საზოგადოების უფლებების აქტიური დამცველია, კონკურს „მის გეი ამერიკას“ საპატიო ჯილდო გადაეცა.

კონკურსის ორგანიზატორმა მაიკლ დუცერმა პოპ-ვარსკვლავის ფოტო სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გააზიარა, სადაც მას გვირგვინსა და პირველ ტიტულს გადასცემს.

ლედი გაგა , რომელსაც ქრონიკული ფიბრომიალგია აწუხებს, საავადმყოფოში მოხვდა და ევროპული ტურნე გადადო. კონკურსის ორგანიზატორებმა აღნიშნული ჯილდოთი, რომელიც წელს პირველად გაიცა, 31 წლის მომღერალს გამოჯანმრთელება უსურვეს.

ლედი გაგასთან ერთად დაჯილდოვდა მისი საქველმქომედო ფონდი Born This Way, რომელიც ჰომოსექსუალ მოზარდებს ეხმარება.

რაც შეეხება კონკურს „მის გეი ამერიკას“, იგი 1972 წლიდან სილამაზის კონკურსების ტრადიციული ფორმატით ტარდება და ყოველწლიურად ტრანგენდერებსა და ე.წ. დრეგ ქვინებს აჯილდოებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]