weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ფორსაჟის“ სპინ-ოფი ჯეისონ სტეტჰემითა და დუეინ ჯონსონით 2019 წელს გამოვა

15:52 პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017

პოპულარული ექშენ-ფრანშიზა „ფორსაჟის“ რიგით მე-9 სერიის გამოსვლის თარიღი შემქმნელებმა ერთი წლით გადაწიეს: იგი 2020 წლის 10 აპრილს გამოვა, მანამდე კი 2019 წლის 19 აპრილს ე.წ. სპინ-ოფ ფილმი გამოვა, რომელიც მხოლოდ ჯეისონ სტეტჰემისა და დუეინ ჯონსონის პერსონაჟების შესახებ იქნება.

ამ დროისთვის უცნობია, „ფორსაჟის“ დაგეგმილ მე-9 სერიაში იქნება თუ არა დუეინ ჯონსონი, რადგან მას ვინ დიზელთან, რომელიც „ფორსაჟის“ ერთ-ერთი პროდიუსერიცაა, სწორედ ხსენებული სპინ-ოფ ფილმის გამო მოუხდა უთანხმოება. ვინ დიზელს არ სურდა სერიულობისგან განცალკევებული, მხოლოდ ორ პერსონაჟზე შექმნილი კინოისტორიის გადაღება.

უცნობია „ფორსაჟის“ მე-9 სერიისა და ჯერ-ჯერობით უსათაურო სპინ-ოფის რეჟისორთა ვინაობა, ჯეისონ სტეტჰემისა და დუეინ ჯონსონის კინოგმირებზე ცალკეული ფილმის სცენარის ავტორი კი ქრის მორგანია, რომელმაც ამ ფრანშიზის უკანასკნელი 6 სერიის სცენარები დაწერა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]