ჯეინ ცინი, გოკის კუნძული - მეთევზეთა მიტოვებული სოფელი შენსის არქიპელაგში, მდინარე იანძის ბოლოში, მწვანე მცენარეებმა შთანთქეს.
ჯესი როკუელი, სავაჭრო მოლი ბანგკოკში - ტაილანდის დედაქალაქში მიტოვებული სავაჭრო ცენტრი უდიდეს ურბანულ აკვარიუმადაა ქცეული.
ალან როსტრონი, წმინდა მარიამის ეკლესია უიტბიში - ეკლესიას, რომელის ბრემ სტოკერის „დრაკულაშია“ მოხსენიებული, ძლიერი წვიმებისგან საძირკველი ეცლება. რამდენიმე საფლავი წვიმამ უკვე ჩამორეცხა და საცხოვრებელ სახლებში ჩაიტანა.
fotolia.com, კოლმანსკოპი ნამიბიაში - ერთ დროს აყვავებული ნამიბიური სოფელი გაუდაბნოებულია და ტურისტებსღა მასპინძლობს.
fotolia.com, ანგკორ ტომი კამბოჯაში - ქჰმერების იმპერიის უკანასკნელი დედაქალაქი ერთ დროს 150 000 მაცხოვრებელს ითვლიდა, თუმცა მე-17 საუკუნის შემდეგ იქ აღარავინ ცხოვრობს. ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი ჰოლივუდის ფილმშიცაა ნაჩვენები - Lara Croft: Tomb Raide
ვენსან ანდერლუჩი, „პატარა ქამრის“ რკინიგზა პარიზში - 1850-იან წლებში „პეტი სენტიური“ აერთიანებდა მთავარ სადგურებს 20-კილომეტრიან ქალაქის სარკინიგზო წრეში, თუმცა 1924 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება და გარდა მცირე ნაწილისა შიგნით შესვლაც აკრძალულია.
სტეფაან ბეერნაერტი, შატიონის მანქანების სასაფლაო ბელგიაში - ბელგიის სოფელ შატიონში მიყრილი უამრავი ჟანგიანი მანქანის ჩონჩხი მეორე მსოფლიო ომის დროინდელია, რომლებიც ამერიკელმა მეპატრონეებმა განბაჟების პრობლემის გამო მიატოვეს.
fotolia.com, წისქვილების ველი იტალიაში - ნეაპოლთან ახლოს მდებარე ქალაქ სერანტოს ტერიტორიაზე მდებარე კანიონი წისქვილებით იყო მოფენილი, რომლებმაც მუშაობა 1860-იან წლებში შეწყვიტეს.
fotolia.com, ბუდას თავი აიუტაიაში - სიამის სამეფოს დედაქალაქი აიუტაია 1370 წელს დაარსდა და 1767 წელს ბირმელთა შემოსევის შემდეგ დაინგრა. „იუნესკოს“ სიაში შეტანილი ადგილი თავს იწონებს ხეების ფესვებში მოქცეული ბუდას თავით.
alamy.com, გემთა სასაფლაო კამჩატკაზე - რუსეთის ტერიტორიაზე მოქცეული უვარგისი გემებისა და ტანკერების სასაფლაო სამუდამო ყინვის მარწუხებშია მოქცეული.