weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯეკი ჩანი და ქრის ტაკერი კვლავ მოყვებიან პიკის საათში

12:54 ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017

მსახიობმა, კასკადიორმა და კუნგ-ფუს ოსტატმა ჯეკი ჩანმა თავისი უახლესი ფილმის „უცხოელის“ (The Foreigner) საპრომოუტერო კამპანიის ფარგლებში ლოს ანჯელესის რადიოს ეთერში სტუმრობისას ასევე ისაუბრა ტრილოგია „პიკის საათის“ გაგრძელებაზე.

„უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში სცენარებს ვცვლიდით და ვცვლიდით. ახალი სცენარის საბოლოო ვარიანტი კი შესაძლოა უკვე ამ თვეში იყოს მზად. მომავალ წელს ალბათ გადაღებებს დავიწყებთ, ამის იმედი მაქვს, თუკი ქრის ტაკერი დათანხმდება“ - განაცხადა 63 წლის ჰონ-კონგელმა მსახიობმა რადიოეთერში.

კომედიური მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „პიკის საათი“, რომელშიც ჯეკი ჩანი და ქრის ტაკერი ჩინელ და ამერიკელ სამართალდამცველთა ტანდემს განასახიერებენ, 1998 წელს გამოვიდა. წარმატებულ ფილმს 2003 და 2007 წლებში გამოსული ორი გაგრძელება მოჰყვა. სამივე სერია ბრეტ რეტნერმა გადაიღო, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, დაანონსებული მე-4 ნაწილის რეჟისორი კვლავაც ის იქნება თუ სხვა.

ტრილოგიის მიხედვით, ასევე არსებობს იგივე სახელწოდების მქონე ნაკლებად წარმატებული მინი-სერიალი, რომელიც 2016 წელს 13 სერიად გამოვიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]