weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

„გუგლის“ ინოვაციური ყურსასმენები თარჯიმნის ფუნქციას შეასრულებს

17:41 სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017

სან-ფრანცისკოში გამართულ კონფერენციაზე კომპანია Google-მა ახალი ყურსასმენები Pixel Buds წარადგინა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია საუბარი 40 ენაზე ვთარგმნოთ.

ყურსასმენები Pixel -ის სმარტფონს უკავშირდება და Google Assistant-ის მეშვეობით მუშაობს. ხმოვანი დამხმარე მოწყობილობა საუბრის იდენტიფიცირებას ახდენს და რეალურ დროში მის თარგმანს აკეთებს. მომხმარებელს სმარტფონის დახმარებით საკუთარი საუბრის თარგმნაც შეუძლია. ყურსასმენების შესაძლებლობების დემონსტრაციის მიზნით, პრეზენტაციაზე ორმა ადამიანმა სხვადასხვა ენაზე დიალოგი გამართა: ერთ-ერთი მათგანი ინგლისურად საუბრობდა, მეორე კი შვედურ ენაზე პასუხობდა.

​კომპანიის თქმით, ახალი ყურსასმენების გამოყენება Pixel-ის მფლობელებსა და ასევე, 7.0 ანდროიდ ან უფრო ახალ ვერსიაზე დაფუძნებულ ტელეფონის მომხმარებლებს შეეძლებათ.

​ჯერ-ჯერობით უცნობია, 40 ენას შორის არის თუ არა ქართული ენაც. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია ენათა ჩამონათვალში არ მოხვდა რუსული.

გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ყურსასმენები იყენებს Google Translate-ს სისტემას, რომელიც როგორც ვიცით არ გამოირჩევა პროფესიონალიზმით და სიზუსტით, თუმცა ყურსასმენების ფუნქცია არ არის რთული ტექსტების თარგმნა, არამედ მარტივი საკონტაქტო ენის გაგება.

​ყურსასმენები გაყიდვაში ნოემბრიდან ჩაეშვება და მისი ფასი 159 $ იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]