საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით ოსკაროსანი ვარსკვლავი რის უიზერსპუნი გამოვიდა, რომელმაც გოლდი ჰოუნის მიმართ თბილი, მეგობრული სიტყვები, ემოციები და ცრემლები არ დაიშურა.
გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი დაქორწინებულები არ არიან, თუმცა მათი ურთიერთობა 30 წელზე მეტს ითვლის. წყვილმა ერთად ითამაშა რომანტიულ ფილმებში: Swing Shift (1984) და Overboard (1987).
გოლდი ჰოუნმა ოქროს გლობუსი და ოსკარი მოიპოვა ფილმ „კაქტუსის ყვავილში“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლით, ძირითადად კი კომედიური ფილმებითაა ცნობილი. რაც შეეხება კურტ რასელს, იგი არასოდეს წარუდგენიათ ოსკარზე, თუმცა მსახიობს ბევრი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული და ცნობილია ფილმებით: Escape from New York (1981), The Thing (1982), Silkwood (1983), Big Trouble in Little China (1986), Tango & Cash (1989), Backdraft (1991), Tombstone (1993), Stargate (1994), Miracle (2004), Death Proof (2007), The Hateful Eight (2015).