weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„კრიდის“ გაგრძელებას სილვესტერ სტალონე გადაიღებს

15:15 ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017

ოსკარის ორგზის ნომინანტმა მსახიობმა და რეჟისორმა სილვესტერ სტალონემ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ფოტო გაავრცელა, რითაც საზოგადოებას აუწყა, რომ 2015 წლის სპორტულ კინოჰიტ „კრიდის“ გაგრძელებას თავად გადაიღებს და ახალ ფილმში კიდევ ერთხელ განასახიერებს საკულტო პერსონაჟ როკი ბალბოას.

რეჟისორის სავარძლის დაკავების გარდა, ჰოლივუდის უბერებელმა კინოლეგენდამ „კრიდის“ მე-2 სერიის სცენარზეც თავად იმუშავა და ფილმის პროდიუსერიც თვითონ იქნება. ახალი ფილმის პრემიერა 2018 წელსაა დაგეგმილი.

სილვესტერ სტალონეს მიერ ზაფხულში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „კრიდის“ სიკველში შესაძლოა პერსონაჟი ივან დრაგო დაბრუნდეს, რომელსაც „როკი IV”-ში ცნობილი შვედი კინოვარსკვლავი დოლფ ლუნდგრენი ასრულებდა. სტალონეს ფოტო-პოსტზე დართული ტექსტიდან ირკვევა, რომ „კრიდის“ მეორე სერიის სიუჟეტში ახალგაზრდა მოკრივე ადონის ჯონსონ-კრიდს დაპირისპირება მოუწევს ივან დრაგოს შვილთან, ანდა - თავად რუს მოკრივესთან, რომელმაც მამამისი აპოლო კრიდი „როკი IV”-ში რინგზე ორთაბრძოლისას მოკლა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა რეჟისორ რაიან კუგლერის წარმატებული სპორტული დრამა „კრიდი“, რომელიც როკი ბალბოას შესახებ შექმნილი ფილმების სპინ-ოფ სერიას წარმოადგენს, 2015 წელს გამოვიდა და მაყურებლებისა და კინოკრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ფილმში როკი ბალბოას მეშვიდედ შესრულებული როლით სილვესტერ სტალონემ ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია მოიპოვა, კატეგორიაში - მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]