weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

NASA-ს ახალი კვლევის მიხედვით შორეულ წარსულში მთვარეს ატმოსფერო ჰქონდა

11:08 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

როგორც NASA-ს მზის სისტემის შეწავლის ვირტუალური ინსტიტუტის ახალი კვლევა აჩვენებს, დაახლოებით 3-4 მილიარდი წლის წინ, ახლად დაბადებული მთვარის ირგვლივ ატმოსფერო წარმოიქმნა, როდესაც ინტენსიურმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა აირები ზედაპირზე იმაზე უფრო სწრაფად ამოტყორცნა, ვიდრე მათ სივრცეში გაქცევა შეეძლოთ.

როდესაც მთვარეს უყურებთ, ადვილი შესამჩნევია ვულკანური ბაზალტით ამოვსებული დარტყმითი აუზების მუქი ზედაპირი. „მარეს“ სახელით ცნობილი ბაზალტის ეს ზღვები მაშინ ამოიფრქვა, როდესაც მთვარის წიაღი ჯერ კიდევ ცხელი იყო და წარმოქმნიდა მაგმურ ჭავლებს, რომლებიც ხანდახან მთვარის ზედაპირს გამოანგრევდნენ და ასობით კმ მანძილზე მიედინებოდნენ. როგორც „აპოლოს“ მისიების მიერ აღებულ ნიმუშთა ანალიზები მიუთითებს, ამ მაგმას ასევე ჰქონდა აირადი კომპონენტები, მაგალითად ნახშირჟანგი, წყლის, გოგირდისა და სხვა აქროლად ნივთიერებათა ინგრედიენტები.

NASA-ს მარშალის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის წარმომადგენელმა, დოქტორმა დებრა ნიდჰემმა და უნივერსიტეტთა კოსმოსურ კვლევათა ასოციაციის წარმომადგენელმა, დოქტორმა დევიდ კრინგმა ახალ კვლევაში გამოთვალეს აირების ის ოდენობა, რომელიც ამოფრქვეული ლავიდან უნდა გამოყოფილიყო ზედაპირზე გადაადგილებისას. აღმოჩნდა, რომ ეს აირები მთვარის გარშემო აკუმულირდა და წარმოქმნა გარდამავალი, დროებითი ატმოსფერო, რომელიც ყველაზე სქელი იყო დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ, ვულკანური აქტივობის პიკში და წარმოქმნისას. მთვარის ატმოსფეროს დაახლოებით 70 მილიონ წელიწადს უნდა გაეძლო, შემდეგ კი კოსმოსში გაბნეულიყო. 

„ეს კვლევა დრამატულად ცვლის ჩვენს ხედვას მთვარესთან მიმართებით. უჰაერო, კლდოვანი სხეულიდან ჩვენ წინაშე წარმოსდგება სხეული, რომელიც შემოსაზღვრული უნდა ყოფილიყო უფრო ვრცელი ატმოსფეროთი, ვიდრე დღეს მარსს აქვს“, - ამბობს მკვლევარი დევიდ კრინგი.

არსანიშნავია, რომ როდესაც მთვარეს ეს ატმოსფერო ჰქონდა, იგი დედამიწასთან დღევანდელზე სამჯერ ახლოს იყო და შესაბამისად, ცაზეც სამჯერ უფრო დიდი უნდა გამოჩენილიყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]