weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰოლივუდში კინოფილმ „მატრიცას“ ხელახლა გადაიღებენ

16:30 ხუთშაბათი, 16 მარტი 2017

გამოცემა The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, წამყვანი ჰოლივუდური კინოსტუდია „უორნერ ბრაზერსი“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმად მიჩნეულ „მატრიცას“ ახლიდან გადაიღებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია სცენარისტისა და რეჟისორის ვინაობა. ასევე უცნობია, იქნებიან თუ არა შესაძლო რიმეიქში კვლავ ჩართული ორიგინალი ფილმის შემქნელები - ლანა და ლილი (ერთ დროს ლარი და ენდი) ვაჩოვსკები და პროდიუსერი ჯოელ სილვერი, თუმცა როგორც ჰოლივუდური ინსაიდერები იუწყებიან, „მატრიცის“ ახალ ვერსიას ახალგაზრდა სცენარისტი ზაკ პენი დაწერს, რომელიც ძირითადად კინოკომიქსებითაა ცნობილი. ასევე ჭორის დონეზე სახელდება ახალბედა მსახიობი მაიკლ ბ. ჯორდანი (Chronicle, The Fruitvale Station, Creed, Fantastic Four), როგორც ფილმში ერთ-ერთ მთავარი როლის შემსრულებელი.

შეგახსენებთ, რომ კიბერპანკის სტილში გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი „მატრიცა“ (The Matrix) კინოეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა და რევოლუციური ვიზუალური ეფექტებისა და ორიგინალური სამეცნიერო კონცეფციის წყალობით უმალ მოიპოვა საკულტო ფილმის სტატუსი. იმავე წლის ოსკარების დაჯილდოებაზე ფილმმა 4 ჯილდო (ვიზუალური სპეცეფექტები, ხმის ეფექტები, ხმის მონტაჟი, მონტაჟი) აიღო, 2003 წელს კი ორ ნაწილად გადაღებული მეორე და მესამე სერია გამოვიდა, რომლებმაც კინოგაქირავებაში მაღალი შემოსავლების მოგება შეძლეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]