weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყველაზე გრძელი ენის მქონე ძაღლი გინესის რეკორდსმენი გახდა

14:31 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

სამხრეთ დაკოტის შტატის ქალაქ სიუ ფოლზის ბინადარი 8 წლის მდედრი ძაღლი, სახელად მოჩი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც პლანეტაზე არსებულ ძაღლებს შორის ყველზე გრძელი ენის პატრონი.

სენ-ბერნარის ჯიშის მოჩის ენა 18.78 სმ სიგრძისაა. იგი კარლა და კრეიგ რიკერტების ოჯახში ცხოვრობს. წყვილმა არაქისის კარაქის მოყვარული ოთხფეხი მეგობარი ძაღლების თავშესაფრიდან წამოიყვანა, როდესაც მოჩი ორი წლის იყო.

„როდესაც გინესის რეკორდების წიგნს ვშლით და იქ მოჩის ფოტოს ვნახუობთ, ძალზე ვამაყობთ. ეს კი ბოლო ექვსნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ მოწმენდილი დორბლის ფასად ნამდვილად ღირს.“ - ხუმრობით აღნიშნავს მოჩის პატრონი კარლა და დასძენს, რომ აღნიშნული რეკორდი იმის მტკიცებულებაა, თუ რამხელა სიხარულის მინიჭება შეუძლია თავშესაფრიდან აყვანილ ძაღლს.

აღსანიშნავია, რომ მოჩი ამ მაჩვენებლით მოქმედ ძაღლებს შორისაა გინესის რეკორდსმენი, ხოლო ყველა დროის ყველაზე გრძელი - 43 სმ სიგრძის ენა მიჩიგანის შტატის ქალაქ სენტ კლერ შორზში მცხოვრებ ბოქსიორის ჯიშის ძაღლ ბრენდის ჰქონდა, რომელიც 2002 წელს გარდაიცვალა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]