weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანჯელინა ჯოლის აფრიკული ფოტოსესია - Harper’s Bazaar

16:30 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

ორი ოსკარის მფლობელი მსახიობის, რეჟისორის, უფლებათადამცველისა და გაეროს კეთილი ნების ელჩის, ანჯელინა ჯოლის ახალი ფოტოსესია აფრიკის კონტინენტზე, ნამიბიაში მდებარე უდაბნო ნამიბში გადაღებულ ფოტოებს მოიცავს, რომლებიც ქალთა მოდის პოპულარულ ჟურნალ Harper’s Bazaar-ის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ნამიბიასთან ჰოლივუდის ვარსკვლავს ბევრი რამ აკავშირებს. აფრიკის ამ ქვეყანაში გადაღებული, 2003 წელს გამოსული ფილმის „საზღვრებს მიღმა“ (Beyond Borders) შემდეგ, ანჯელინა ჯოლი კალაჰარის უდაბნოში მდებარე ორგანიზაციის (Harnas Wildlife Foundation) მფლობელი გახდა, რომელიც ცხოველთა მოვლის, თავშესაფრისა და სამედიცინო ცენტრს წარმოადგენს. 2010 წელს ანჯელინა ჯოლიმ და იმ დროს მისმა მეუღლე ბრედ პიტმა, ნამიბიაში დაბადებული პირველი შვილის სახელზე კიდევ ერთი ცხოველთა დაცვის მსგავსი ფონდი დააფუძნეს.

„ჩემთვის ნამიბია არა მარტო ოჯახისა და მეგობრობის კავშირს წარმოადგენს, არამედ ასევეა ძალისხმევა ადამიანებსა და გარემოს შორის არსებულ ბალანსისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის.“ - ამბობს 42 წლის ვარსკვლავი.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]