weather cur horoscope tv
დეკემბერი 31, 2024

„გუგლმა“ Levi’s-ისთან ერთად პირველი სმარტ-ქურთუკი დაამზადა

11:52 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

Levi’s-ისა და „გუგლის“ თანამშრომლობის შედეგად პირველი ჭკვიანი ქურთუკი შეიქმნა, რომელსაც მობილური მოწყობილობების კონტროლი შეუძლია. ​კომპანია „გუგლმა“ ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდისთვის შეიმუშავა პლატფორმა - Jacquard, რომელიც სამოსს მობილურ მოწყობილობებთან აკავშირებს.

ჭკვიანი ქურთუკი ხელის ერთი შეხებით საშუალებას იძლევა, უპასუხოთ ან არ უპასუხოთ შემოსულ ზარებს, გამოტოვოთ ან დააპაუზოთ მუსიკა, ჩართოთ ან გამორთოთ ტელეფონი, გამოიყენოთ აუდიო GPS ნავიგატორი, მოუსმინოთ ტექსტურ შეტყობინებებს და ა.შ.

ქურთუკის მთავარი საიდუმლო Jacquard-ის მგრძნობიარე ბოჭკოებია, რომლებიც სამოსშია ინტეგრირებული. მისი დახმარებით ქურთუკი ბრძანებებს მარტივად აღიქვამს.

​ქურთუკს ტექნიკურ ღირსებებთან ერთად ტრადიციული დატვირთვაც აქვს. ის მოდური და თბილია, ამავდროულად შესაძლებელია მისი გარეცხვა. სმარტ-ქურთუკის ღირებულება 350$-დან იწყება, მისი ყიდვა კი Levi's-ის ოფიციალურ საიტზე შეიძლება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]