weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბენ აფლექი და მეტ დეიმონი ბოსტონური თრილერის პროდიუსერები გახდებიან

15:52 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

კინოსტუდია „პარამაუნტი“ ისტორიულ-დეტექტიურ ფილმს გადაიღებს, რომელიც მე-19 საუკუნის ბოსტონში მომუშავე პოლიციის ოფიცრებზე იქნება. კრიმინალური თრილერი ჟანრის ნამუშევრის პროდიუსერები ოსკაროსანი დუეტი - ბენ აფლექი და მეტ დეიმონი იქნებიან.

ფილმის სიუჟეტი გამოცემა The Boston Globe-ში გამოქვეყნებული მეთიუ პერლის სტატიის მიხედვით მომზადდება. კინოსურათს სტატიის სათაურის მსგავსად „ჩრდილები“ (The Shadows) ერქმევა, ისევე როგორც - 1840-იან წლებში ჩამოყალიბებულ პოლიციელთა პირველ ბოსტონურ სპეცდანაყოფს. იმ დროისთვის 140 000 მოსახლის მქონე ქალაქში მხოლოდ 3000 პოლიციელი და 150 პატრული მუშაობდა, ამიტომაც ქალაქის მერმა ახალი ქვედანაყოფის შექმნის ბრძანება გასცა. „ჩრდილების“ წევრი პოლიციელები სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილნი მუშაობდნენ კრიმინალით სავსე ირლანდიურ ქალაქში, რაც საკმაოდ ეფექტური გამოდგა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს „ჩრდილების“ რეჟისორის სავარძელს, სცენარს კი დებიუტანტი ქრის ბრემნერი დაწერს.

რაც შეეხება ხსენებულ ბოსტონელ დუეტს, ბენ აფლექისა და მეტ დეიმონისთვის მშობლიურ ქალაქზე ფილმები უცხო ნამდვილად არაა - ბავშვობის განუყრელ მეგობრებს ბოსტონის შესახებ, ერთად თუ ცალ-ცალკე, ისეთ წარმატებულ ფილმებზე უმუშავიათ, როგორებიცაა: Good Will Hunting, The Departed, Gone Baby Gone, The Town, Live by Night და სხვ. ერთობლივი ოსკარი კი ტანდემს „ნიჭიერი უილ ჰანტინგის“ ორიგინალი სცენარისთვის ერგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]