weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„იამაჰამ“ გორდონ მარისთან ერთად მეორე კონცეპტუალური სპორტქარი შექმნა

17:38 ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017

იაპონური კომპანია „იამაჰა“ ტოკიოს ავტოსალონზე ახალ კონცეპტუალურ სპორტქარს წარადგენს. სიახლე Mclaren F1-ისა და ახალი TVR Griffith-ის ავტორთან, გორდონ მარისთან ერთობლივად შეიმუშავეს.

პროტოტიპი iStream-ის ტექნოლოგიით შექმნეს, რომელიც გულისხმობს ნახშირპლასტიკის ფართო გამოყენებას, ძარის ნაწილების ცალკეულ და მანქანის ფინალურ აწყობას. მარი ამტკიცებს, რომ iStream-ის გამოყენებით ავტომობილების გამოშვება მომგებიანი იქნება, 1000-დან 350 000 ერთეულის წარმოების მოცულობით.

მოსალოდნელია, რომ ზომების მიხედვით „იამაჰას“ კონცეპტუალური სპორტქარი Smart Roadster-ს შეედრება, მისი წონა კი 900 კგ-ს არ გადააჭარბებს. მანქანა 1 ლ ტურბოძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეს 100 ცხენისძალამდე გაზრდიან.

გორდონ მარისთან ერთად შექმნილი პირველი უმსუბუქესი პროტოტიპი, კომპანია „იამაჰამ“ ტოკიოს ავტოსალონზე 2015 წელს წარადგინა. Sports Ride-ის სახელწოდების კონცეპტ-ქარის ძარის პანელები ნახშირპლასტიკისგან დაამზადეს, მისი ძალოვანი დანადგარი კი აგრეთვე სამცილინდრიან, 1 ლიტრიან ძრავას წარმოადგენდა.

 

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]