პროტოტიპი iStream-ის ტექნოლოგიით შექმნეს, რომელიც გულისხმობს ნახშირპლასტიკის ფართო გამოყენებას, ძარის ნაწილების ცალკეულ და მანქანის ფინალურ აწყობას. მარი ამტკიცებს, რომ iStream-ის გამოყენებით ავტომობილების გამოშვება მომგებიანი იქნება, 1000-დან 350 000 ერთეულის წარმოების მოცულობით.
მოსალოდნელია, რომ ზომების მიხედვით „იამაჰას“ კონცეპტუალური სპორტქარი Smart Roadster-ს შეედრება, მისი წონა კი 900 კგ-ს არ გადააჭარბებს. მანქანა 1 ლ ტურბოძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეს 100 ცხენისძალამდე გაზრდიან.
გორდონ მარისთან ერთად შექმნილი პირველი უმსუბუქესი პროტოტიპი, კომპანია „იამაჰამ“ ტოკიოს ავტოსალონზე 2015 წელს წარადგინა. Sports Ride-ის სახელწოდების კონცეპტ-ქარის ძარის პანელები ნახშირპლასტიკისგან დაამზადეს, მისი ძალოვანი დანადგარი კი აგრეთვე სამცილინდრიან, 1 ლიტრიან ძრავას წარმოადგენდა.
წყარო: Adjarasport