კორპორაციამ Alphabet ახალი კამერა სახელწოდებით Google Clips წარმოადგინა. სიახლე მცირე ზომის ყუთს წარმოადგენს, რომელიც კამერით, უსადენო კავშირითა და ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი. სწორედ ეს უკანასკნელი აიძულებს მოწყობილობას გადაიღოს ფოტოები მაშინ, როდესაც ამის შესახენ მის მეპატრონეს არაფერი ეცოდინება.
Google Clips დამოუკიდებლად განსაზღვრავს გადაღების პირობებს და თუ ის მისაღები იქნება, ფოტოს ავტომატურად გადაიღებს.
შემქმნელების თქმით, სიახლის მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ იგი ადამიანის ყველა მომენტს აფიქსირებს, როდესაც თავად მომხმარებელი ამ ყველაფრის საჭიროებას ხშირად ვერ ხედავს.