weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მორგან ფრიმენი კოლინ პაუელის როლს შეასრულებს

13:02 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

ჰოლივუდის უბერებელი ლეგენდა მორგან ფრიმენი ახალ ბიოგრაფიულ დრამაში შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელს განასახიერებს. ფილმს, სათაურად „პაუელი“ (Powell) რეჟისორი რეჯინალდ ჰადლინი გადაიღებს.

ბიოპიკის სიუჟეტი კოლინ პაუელის კარიერის დრამატულ მომენტზე მოგვითხრობს, როდესაც მას არ სჯეროდა ერაყში დიქტატორ სადამ ჰუსეინის მიერ წარმოებული მასობრივი განადგურების იარაღის არსებობისა. პოლიტიკოსმა ვერ გაუძლო ვაშინგტონის ზეწოლას და გაეროში ცნობილი სიტყვით გამოსვლისას ერაყში შეჭრა მაინც გაამართლა.

„პაუელის“ სცენარი, რომელიც დამწყებმა კინოდრამატურგმა ედ უიტორტმა დაწერა, 2011 წელს ე.წ. შავ სიაში მოხვდა და მხოლოდ ახლა მიეცა რეალიზაციის საშუალება. რაც შეეხება პროექტის რეჟისორ რეჯინალდ ჰადლინს, მას ოსკარზე ნომინაცია ერგო „გათავისუფლებული ჯანგოს“ პროდიუსერობით, ხოლო ძირითადად ცნობილია სატელევიზიო ფილმებითა და სერიალებით, ახლახანს კი მისი რეჟისურით ასევე ბიოგრაფიული ფილმი „მარშალი“ გამოვიდა, რომელიც პირველი აფრო-ამერიკელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, თერგუდ მარშალის (1908-1993) შესახებაა.

აღსანიშნავია, რომ ოსკაროსანი მორგან ფრიმენის გარდა, კოლინ პაუელის როლს კომედიური როლებით ცნობილი ტაილერ პერიც შეასრულებს დიკ ჩეინის შესახებ შექმნილ ჯერ-ჯერობით უსათაურო ბიოგრაფიულ დრამაში, რომელიც მომავალ წელს გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]