weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ასტონ მარტინის“ ექსკლუზიური ავტომობილები ორი წლით ადრე შეიძინეს

14:47 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

კონცერნ „ასტონ მარტინის“ განყოფილება Prototype Operations, რომელიც კლიენტების შეკვეთით უშვებს ექსკლუზიურ ავტომობილებს, წელიწადში ორ სუპერქარს ააწყობს. ამგვარი ავტომობილის მინიმალური ფასი 2.6 მილიონი დოლარი იქნება. პირველი ოთხი მანქანა უკვე შეკვეთილია.

გამომცემლობა Road and Track-თან ინტერვიუში ბრიტანული ავტომწარმოებლის შეფმა ენდი პალმერმა, განაცხადა, რომ ეს იქნება გამორჩეული ავტომობილები განსაკუთრებული კლიენტებისთვის: რაღაც სპიდსტერისა (CC100) ან Vantage GT 12 Roadster-ის მსგავსი.

ექსკლუზიური სპიდსტერის (CC100) გამოშვება კომპანიამ საკუთარ ასი წლის იუბილეს დაამთხვია. სიახლის დებიუტი 2013 წელს ნიურბურგრინგის 24 საათიანი რბოლის დროს შედგა. V12 Vantage-ის ბაზაზე შექმნილმა სპორტქარმა ნახშირბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული ძარა და 6-ლიტრიანი V12 ძრავა მიიღო. ძრავის სიმძლავრე 517 ცხენისძალას შეადგენს. სპიდსტერის აჩქარებას ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე  4 წამზე ცოტა მეტი ჭირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]