მანქანის წარმოება ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ დანმარიში 1981 წელს დაიწყო. ჩაფიქრებული 30 000 ეგზემპლარის ნაცვლად კი საბოლოდ მხოლოდ 9 200 გამოვიდა და პროდუქცია 1983 წელს შეწყდა. მიზეზი უმრავლესობის აზრით, ცუდი ხარისხი იყო, არადა კონცერნის დაამარსებელ ჯონ ზ. დელორეანს რევოლუციური იდეები ჰქონდა.
ავტომობილი უნიკალური, უჟანგი მეტალის უსაღებავო კორპუსითა და ე.წ. თოლიის ფრთების მსგავსი კარებით იწონებდა თავს. როგორც ამბობენ, სწორედ ამან გადააწყვეტინა რეჟისორ რობერტ ზემეკისს თავისი ფილმისთვის აღნიშნული მანქანის არჩევა.
ავტომობილი საზოგადეობის მსგავსად, ბრიტანულმა პრესამაც მალე აითვალწუნა. გამუდმებით იწერებოდა, რომ უხარისხო იყო, სუსტი ძრავი ჰქონდა და მისი კარების გახსნა მჭიდრო ქუჩებში ვერ ხერხდებოდა. სინამდვილეში კი „დელორეანის“ კარების გახსნას ჩველებრივი მანქანების კარებზე უფრო ვიწრო ადგილი სჭირდებოდა.
დღეისთვის ავტომობილი, რომელსაც უშნო ინტერიერისა და არცთუ ისე მძლავრი ძრავის გამო დაცინვით „ასაწყობ მანქანას“ უწოდებენ, უფრო ცუდი სახელითაა ცნობილი, ვიდრე - კარგით, თუმცა ფასი მაინც მაღალი აქვს. ახალი მოდელი თავის დროზე 25 000 აშშ დოლარი ღირდა, ახლა კი 35 000 გირვანქა სტერლინგამდე ღირს და სურვილის შემთხვევაში მისი მოპოვებაც არაა რთული.
ასეა თუ ისე, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, პოპულარულმა და საკულტო ფანტასტიკურმა კინოსერიებმა „დელორეანს“ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.