weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

40 000 ჩონჩხისგან აშენებული ეკლესია

17:10 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული სედლეცის ძვალთსაცავი 40 000-ზე მეტი ადამიანის ჩონჩხის ძვლებისგანაა მოწყობილი. ე.წ. „ძვლების ეკლესია“ სიმბოლურად სიკვდილის გარდაუვალობის შემხსენებელია, წერს ბრიტანული გამოცემა „ბი-ბი-სი“ პრაღიდან 80 კმ-ით დაშორებულ ქალაქ სედლეცის ეკლესიაზე.

ყველაფერი 1278 წელს დაიწყო, როდესაც სედლეცელმა აბატმა იერუსალიმში პილიგრიმობიდან დაბრუნებისას იქაური მიწა ჩამოიტანა და ეკლესიის ეზოში მდებარე სასაფლაოში გაშალა. ამის შემდეგ ბოჰემიის მხარეში მდებარე ეკლესია დასაფლავებისთვის პოპულარული ადგილი გახდა.

ტრადიცია გაგრძელდა და მე-14 საუკუნეში ევროპაში გავრცელებული, „შავ სიკვდილად“ წოდებული შავი ჭირის 30 000 მსხვერპლი სწორედ იმ ადგილას დაიკრძალა.

მე-15 საუკუნეში კი გოთიკური ტაძრის ასაშენებლად უამრავ საფლავს ექსჰუმაცია ჩაუტარდა და ამოთხრილი ძვლები პირამიდების ფორმით დაგროვდა ეზოში, იქამდე სანამ მე-19 საუკუნეში ბოჰემიაში მცხოვრებმა მდიდარი გვარის, შვარცენბერგის წარმომადგენლებმა ოსტატი დურგალი არ დაიქირავეს, რომელსაც დაგროვილი ძვლებისთვის რაიმე იერსახე უნდა მიეცა.

აღსანიშნავია სედლეცის სამლოცველოს სიმეტრიული ცენტრალური ჭაღი, რომელიც ადამიანის ჩონჩხის ყველა ძვალს თითოჯერ მაინც მოიცავს, თავისქალები კი იქ მყოფებს მუდმივად სიკვდილის შესახებ აფიქრებთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]