პროექტის სიუჟეტი არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ იგი საშიში კულტის შექმნის შესახებ გვიამბობს. ალფონსო კუარონი სერიალის რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი იქნება. ჯერ-ჯერობით უსათაურო სერიალის მიმართ უკვე გამოთქვეს ინტერესი საკაბელო ტელეარხებმა და სტრიმინგ სერვისებმა.
კეისი აფლექს აქამდე არასოდეს უმუშავია სატელევიზიო პროექტში, მექსიკელი რეჟისორისთვის კი სერიალი უცხო არაა - 2014 წელს ტელეარხ NBC-ზე კუარონის შექმნილი 13-სერიანი ფანტასტიკური ჟანრის სერიალი „რწმენა“ (Believe) გამოვიდა.