weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბრაზილიელი მოდელის თქმით, ჰარვი ვაინშტაინისგან მან თავი გატეხილი შუშით დაიცვა

11:57 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

ჰარვი ვაინშტაინის ირგვლივ ატეხილ გახმაურებულ სკანდალს ბრაზილიელი ყოფილი მოდელი ჟულიანა დე პაულა გამოეხმაურა და პრესტიჟულ გამოცემა Los Angeles Times-თან საუბარში გავლენიან ჰოლივუდელ პროდიუსერთან კონტაქტის საკუთარი გამოცდილება გაიხსენა.

დე პაულას თქმით, ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც კინოში წარმატებული მოღვაწეობის პარალელურად მეუღლესთან ერთად სამოდელო ინდუსტრიაშიც იყო ჩართული, მოდის ბიზნესს სასურველი მოდელების მოსაპოვებელ გზად იყენებდა. 10 წლის წინ, ნიუ იორკში მდებარე პროდიუსერის კუთვნილ საცხოვრებელში ჰარვი ვაინშტაინმა მოდელებთან შეხვედრისას მას აიძულა ტანსაცმელი გაეხადა და სხვა მოდელებისთვის ეკოცნა. ჟულიანა დე პაულას მხრიდან წინააღმდეგობისას პროდიუსერი იცინოდა და მასთან მიახლოვებას ცდილობდა, მოდელს კი მისგან თავის დაცვა გატეხილი შუშითაც მოუწია.

„დაშოკილი ვიყავი, არაფრით მჯეროდა რაც ხდებოდა“ - იხსენებს ჟულიანა დე პაულა, რომლის მსგავსად ჰარვი ვაინშტაინი კიდევ სხვა მოდელებმა: ენჯი ევერჰარტმა, კარა დელევინმა, სამანტა პანაგროსომ და ზოე ბროკმა დაადანაშაულეს სექსუალური ხასიათის შევიწროვებაში.

აღსანიშნავია, რომ პოპულარულმა კინოსაიტმა IndieWire, იმ ორმოცდაათზე მეტი ქალისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომლებმაც ჰარვი ვაინშტაინი სექსუალური სახის ძალადობაში ამხილეს.

ცნობილია, რომ სკანდალურად ცნობილი პროდიუსერისა და მის მიერ დაფუძნებული კინოკომპანიის (The Weinstein Company) მიმართ გამოძიებები უკვე დაწყებულია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]