„ჯუდის“ სცენარის ავტორი ტომ ეჯი იქნება. ბიოგრაფიული სურათის სიუჟეტი 1968 წელს ჯუდი გარლანდის უკანასკნელი კონცერტების პერიოდზე გვიამბობს, როდესაც მოღერალსა და მსახიობს ჰოლივუდში 30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კარიერის მშვიდი დასრულება და შვილებთან ყოფნა ჰქონდა გადაწყვეტილი, რა დროსაც პროდიუსერებსა და მენეჯერებთან გამუდმებით უხდებოდა. უთანხმოება. ფილმის გადაღებები მომდევნო წლის თებერვალში დაიწყება.
ჯუდი გარლანდი ჰოლივუდის ერთ-ერთ უდიდეს არტისტადაა მიჩნეული. მისი შესრულებული როლი და სიმღერა (“Over The Rainbow”) ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში „ოზის ჯადოქარი“, დღემდე უდიდეს კლასიკად ითვლება. მისი კარიერის საუკეთესო ფილმები ასევეა: „შემხვდი სენტ ლუისში“ (1944), „სააღდგომო აღლუმი“ (1948), „ვარსკვლავი დაიბადა“ (1954) და „ნიურნბერგის პროცესი“ (1963). კარიერული წარმატების მიღმა ჰოლივუდის ლეგენდას მუდმივად სტანჯავდა დეპრესია და ხშირად იყო დამოკიდებული ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე. ჯუდი გარლანდმა ხუთჯერ იქორწინა, აღიარებულ რეჟისორ ვინსენტ მინელისთან თანაცხოვრებისას (1945 – 1951) კი შეეძინა ასევე ცნობილი მსახიობი და მომღერალი ლაიზა მინელი.