თანამშრომლობის მთავარი მიზანი გახლდათ შექმნილიყო რაღაც პატარა, მარტივი და სახალისო ბაიკი მსუბუქ ფერებში, ნაწილების მინიმალისტური არჩევანითა და უხეში საბურავებით.
ქასთომ-მოდელი 1978 წლის „იამაჰა“ SR500-ის ბაზაზეა შექმნილი. საბოლოოდ გამოვიდა SR500-ის, „იამაჰა“ TT500-ის ავზის, „ჰონდა“ TL250-ის ფარის, Triumph-ის მონო-ამორტიზატორის საკიდის, შეკვეთით დამზადებული დასაჯდომი ადგილისა და ჩარჩოების, Mikuni-ს კარბურატორის, Metzler-ის საბურავებისა და ზემოაღნიშნულ მსუბუქ ფერთა გამით გაფორმებული დიზაინი. საბოლოო შედეგმა დაიმსახურა სახელწოდება - Sunshine State of Mind, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია.