weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საბჭოელი ქალი სნაიპერები - გაფერადებული ფოტოები

10:04 სამშაბათი, 09 მაისი 2017

მას შემდეგ, რაც 1941 წლის ივნისში ფაშისტური გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა, წითელი არმიის რიგებში 2000 ქალი ჩაეწერა. უმეტესწილად სნაიპერებად მებრძოლი საბჭოელი ქალები ნაცისტებს ნამდვილს შიშის ზარს სცემდნენ. ციფრულმა არტისტმა ოლგა შირნინამ საბჭოელი ქალი სნაიპერების ისტორიული ფოტოები აღადგინა და გააფერადა.

ფრონტის წინა ხაზზე მეომარ ქალ სნაიპერებს შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ლიუდმილა პავლიჩენკო, მეტსახელად „ლედი სიკვდილი“ (Леди Смерть, Lady Death) იყო, რომელმაც ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში 300-ზე მეტი გერმანელი ჯარისკაცი მოკლა, რის შემდეგაც ახალგაზრდა სნაიპერების მომზადება დაევალა. შეერთებული შტატების პირველ ლედის, ელეონორა რუზველტის მიერ იგი თეთრ სახლშიც იყო საგანგებოდ მიწვეული.

„ისე ვთიბავდით ჰიტლერელებს, როგორც მწიფე მოსავალს“ - მოგვიანებით იხსენებდა ლიუდმილა პავლიჩენკო, რომლის შესახებაც 2015 წელს რუსული ბიოგრაფიული საომარი დრამა, სათაურით „ბრძოლა სევასტოპოლისთვის“ (Битва за Севастополь) გამოვიდა.

მეორე პოპულარული ქალი სნაიპერი როზა შანინა იყო, რომელმაც 16 წლის ასაკში 59 ნაცისტი ჯარისკაცი იმსხვერპლა. მას „აღმოსავლეთ პრუსიის უხილავი ტერორის“ მეტსახელით იცნობდნენ. შანინა 1945 წელს, 20 წლის ასაკში სასიკვდილოდ დაიჭრა, მისი პირადი დღიური კი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.

საბჭოელ ქალ სნაიპერებს შორის ასევე იყვნენ: ევგენია მაკეევა (68 მოკლული გერმანელი ჯარისკაცი), უზბეკ-აზერბაიჯანელი ზიბა განიევა, ნადეჟდა კოლესნიკოვა და ლუბა მაკაროვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]