გთავაზობთ კინოეკრანზე ტყუპი პერსონაჟების შემსრულებელ ცნობილ მსახიობთა სიას.
ჯერემი აირონსი - Dead Ringers (1988) - ფსიქოლოგიური საშინელებათა ჟანრის აღიარებული რეჟისორის, დევიდ კრონენბერგის ფილმში ინგლისელმა ვარსკვლავმა გინეკოლოგიის დოქტორი ძმები განასახიერა.
ბეტი მიდლერი - Big Business (1988) - რეჟისორ ჯინ აბრაჰამსის კომედიაში ორ წყვილ იდენტურ ტყუპს დაბადებისთანავე დააშორებენ და ისინი წლების შემდეგ შეხვდებიან თავიანთ ტყუპისცალ დებს.
ლილი ტომლინი - Big Business (1988) - იგივე ფილმში ბეტი მიდლერის მხარდამხარ ტყუპები ლილი ტომლინმაც განასახიერა.
ჟან-კლოდ ვან დამი - Double Impact (1991) - ცნობილ მძაფრსიუჟეტიან ექშენში საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა კინოვარსკვლავმა რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟი ტყუპების როლი შეასრულა.
ჯეკი ჩანი - Twin Dragons (1992) - ვან დამის შემთხვევის მსგავსი შეიძლება ითქვას კუნგ ფუს ოსტატ მსახიობზეც, რომელმაც ასევე რადიკალურად განსხვავებული ტყუპები შექმნა კომედიურ ფილმში.
ლეონარდო დიკაპრიო - The Man in the Iron Mask (1998) - ჰოლივუდის ვარსკვლავმა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტყუპი პერსონაჟები, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო და მისი ტყუპისცალი ფილიპი, სათავგადასავლო ისტორიულ დრამაში შექმნა.
ლინდსი ლოჰანი - The Parent Trap (1998) - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტყუპი კინოგმირები ბევრ მაყურებელს რეალური ტყუპები ეგონა, იქამდე სანამ მათი როლის შემსრულებელი ლინდსი ლოჰანი ცნობილი გახდებოდა.
ედი მერფი - Bowfinger (1999) - კომიკოსი მსახიობი უამრავ ფილმში არაერთ როლში გვევლინება და როგორც ხშირად სჩვევია, გრიმით გარდაისახება ხოლმე ერთ კონკრეტულ ფილმში სხვადასხვა კინოგმირად. ფრენკ ოზის ამ სატირულ ფილმში კი მან ორმაგი როლით პარტნიორობა სტივ მარტინ
მარიონ კოტიარი - Les jolies choses (2001) - ფრანგმა კინოვარსკვლავმა ტყუპი დები, ლიუსი და მარი ფრანგული რომანის ეკრანიზაციაში შეასრულა.
ნიკოლას კეიჯი - Adaptation. (2002) - ტყუპი ძმების, ჩარლი და დონალდ კაუფმანების პერფორმანსი რეჟისორ სპაიკ ჯონზის კომედიაში, ოსკაროსანი მსახიობისთვის მეორე საოსკარე ნომინაციის მომტანი აღმოჩნდა.
ქრისტიან ბეილი - The Prestige (2006) - ქრისტოფერ ნოლანის საუცხოო ფილმის მთავარი საკვანძო მომენტი და ე.წ. სპოილერი სწორედ უელსელი მსახიობის ორმაგი პერსონაჟია - ფოკუსის გამო მსხვერპლზე უამრავჯერ წასული ილუზიონისტი ტყუპების როლი.
პოლ დანო - There Will Be Blood (2007) - თავისი თაობის ერთ-ერთმა საუკეთესო მსახიობმა ბრწყინვალედ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და ოსკაროსან დანიელ დეი ლუისთან ერთად დასამახსოვრებელი კინოპერსონაჟი შექმნა. ახალგაზრდა ვასრკვლავი ფილმში ხასიათებით განსხვავებუ
არმი ჰემერი - The Social Network (2010) - დევიდ ფინჩერის ოსკაროსან ფილმში მსახიობმა რეალური ტყუპი ძმები, ტაილერ და კამერონ ვინკლვოსების როლი შთამბეჭდავი მონტაჟის დახმარებით შეასრულა.
ედვარდ ნორტონი - Leaves of Grass (2010) - ედვარდ ნორტონმა, რომელსაც სამსახიობო ოსტატობა არასოდეს აკლდა, განსხვავებული ტყუპები, ბილ და ბრეიდი კინკეიდები ნაკლებად ცნობილ ტრაგიკომედიურ ფილმში განასახიერა.
ადამ სენდლერი - Jack and Jill (2011) - კომიკოსი ადამ სენდლერი იმითაცაა ცნობილი, რომ უმრავლესობისგან დაწუნებულ კომედიაში მან ტყუპი და-ძმის კომიკური სახეები შექმნა.
ტომ ჰარდი - Legend (2015) - ჰოლივუდის ბრიტანელმა ვარსკვლავმა რეალური პიროვნებები, 50-60-იანი წლების ლონდონელი განგსტერი ტყუპი ძმები, რონალდ და რეჯინალდ კრეიები განასახიერა.