weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მიყვარხარ და მესმის, რომ ავად ხარ და იტანჯები“ - ეშლი ჯადი ჰარვი ვაინშტაინზე

12:32 პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017

მსახიობი ეშლი ჯადი პირველი იყო, რომელმაც ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში ამხილა. მსახიობმა 5 ოქტომბერს პრესტიჟულ გამოცემა The New York Times-ს გაუზიარა გავლენიან პროდიუსერთან მომხდარი საკუთარი ისტორია.

მას შემდეგ, რაც ეშლი ჯადმა საჯაროდ განაცხადა ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური სახის შევიწროვებაზე (1997 წელს შეხვედრაზე პროდიუსერმა მსახიობს მასაჟი მოსთხოვა და მოისურვა ეცქირა, თუ როგორ იღებდა იგი შხაპს), მედიასთან პირველად გამოჩნდა და დაიან სოიერის დილის ტელეგადაცემა Good Morning America-ში გახმაურებული სკანდალის შესახებ ისაუბრა.

„მიყვარხარ და მესმის, რომ ავად ხარ და იტანჯები. არსებობს დახმარება შენნაირი ტიპებისთვის და მოვალე ხარ, ამ დახმარებას მიმართო“, - მიმართა მსახიობმა სკანდალურ პროდიუსერს.

წამყვანის შეკითხვაზე, უნდა წავიდეს თუ არა ჰარვი ვაინშტაინი ციხეში, ეშლი ჯადმა მოკლედ უპასუხა, რომ თუკი ის მოძალადეა, რა თქმა უნდა ციხეში უნდა ჩაჯდეს.

„მე მჯერა, რომ არსებობს იმედი და დახმარება ყველასთვის. ეს უნდა იყოს შესაბამისი დახმარება და უნდა არსებობდეს რეალური, ღრმა გაგება სექსუალურ მოძალადეებზე, რომ მათი ქმედება იყო არასწორი და დანაშაულებრივი.“ - დასძინა 49 წლის მსახიობმა.

ამავდროულად, ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური სახის ზეწოლის შემცველ ბრალდებათა რიცხვი 60-ს ასცდა. უკანასკნელ დღეებში ოსკაროსანი პროდიუსერი მსახიობმა ნატასია მალთემ და ყოფილმა პროდაქშენ-ასისტენტმა მიმი ჰალეიმ ამხილეს, რომლებმაც საჯაროდ, დეტალურად აღწერეს ვაინშტაინის მიერ მათი გაუპატიურების შემთხვევები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]