weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

პოლ უოკერის ქალიშვილმა და „პორშემ” შეთანხმებას მიაღწიეს

17:00 პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017

ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული მსახიობის, პოლ უოკერის ქალიშვილმა მიდოუ უოკერმა ავტოკონცერნ „პორშეს“ 2015 წელს უჩივლა, რადგან მამის სიკვდილის მიზეზად სწორედ ამ ბრენდის წარმოებულ ავტომობილს მიიჩნევდა. ჰოლივუდის ვარსკვლავის დაღუპვიდან თითქმის 4 წელი გავიდა და „პორშესა“ და პოლ უოკერის 19 წლის ქალიშვილს შორის დავა მხოლოდ ახლა დასრულდა, თუმცა რაზე შეთანხმდნენ მხარეები, არ ხმაურდება.

ორი წლის წინანდელ სარჩელში ნათქვამი იყო, რომ Porsche Carrera GT-ის არასტაბილურობა გააჩნდა და კონტროლის მარეგულირებელი საკითხები, კერძოდ დამცავი ღვედები არასწორად ჰქონდა შემუშავებული. ჩაკეტილი ღვედების გამო მსახიობი ავარიისას მიჯაჭვული აღმოჩნდა, ნეკნებისა და მენჯის დაზიანებები მიიღო და სანამ გათავისუფლება შეძლო, მანქანა სწრაფად, წუთსა და ოც წამში დაიწვა.

„პორშეს“ ადვოკატები უარყოფდნენ, რომ აღნიშნულ მანქანას რაიმე დეფექტი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ამერიკელი მსახიობი პოლ უოკერი 2013 წლის ნოემბერში, ლოს ანჯელესში მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა. „პორშე“ მისი მეგობარი როჯერ როდასი მართავდა, რომელიც უოკერის მსგავსად ავარიისას დაიღუპა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]