გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ საუკეთესო ფოტოებს.
„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო-კოლაჟიდან არჩეულ 10 საუკეთესო ფოტოზე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის მკვიდრი ცხოველები და ფრინველებია დაფიქსირებული.
რეი ბულსონი - პოლარული დათვი თავის ნაშიერებს მიუძღვება ალასკის შტატის ქალაქ კაკტოვიკის წყალმარჩხ სანაპიროზე.
ადამ გრეი - ბრტყელრქიანი გარეული ცხვრები (Ovis canadensis) ნევადის შტატში მდებარე „ცეცხლის ველის“ პარკში.
ხოსე ლუის როდრიგესი - ფრენისას დაფქსირებული ალკუნის ფოტო კლიმატის ცვლილებაზე გამართული ფოტოკონკურსის გამარჯვებული გახდა.
ტიმ ფლეში - პეპელა მონარქი (Danaus plexippus)
კერნან ელიასი - ვარდისფერფეხა ბატების (Anser brachyrhynchus) გუნდი საკვების საძიებლად მერსისაიდის საგრაფოს ზღვისპირა ქალაქ საუთპორტის ჭაობნარის თავზე.
დენის ვეგევეისი - წითური ციყვი სოკოებით დაფარულ ხის კუნძზე, სამხრეთ გერმანიის გერმანიის საკურორტო სოფელ ჰინტერცარტენში.
ლიუ ტიანრანი - შიმპანზე აფრიკის უდიდეს დაცულ ტერიტორიაზე - ნიუნგვეს ეროვნულ პარკში, რუანდა.
McPhoto - აფრიკული სპილოები ეტოშას ეროვნულ პარკში, ნამიბია.
გატა გინტინგი - ნიანგები ინდონეზიის ქალაქ მედანში არსებულ ასამ კუმბანგის ნიანგების პარკში.
ესპენ რეკდალი - ეშვკბილას ოკეანის თევზებს შორის ყველაზე გრძელი კბილები აქვს.
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.