ფილმის სიუჟეტი ვიეტნამის ომის ვეტერანისა და პარტია „შავი პანტერების“ ლიდერ ჯერონიმო პრატის ციხიდან გათავისუფლებაზე მოგვითხრობს. იგი 1970 წელს მკვლელობისა და გატაცების ბრალდებით ჩასვეს ციხეში. ჯერონიმო პრატმა პატიმრობაში 27 წელი გაატარა, იქამდე სანამ ცნობილმა ადვოკატმა ჯონი კოქრანმა მისი უდანაშაულობა დაამტკიცა და დაეხმარა მას, რათა ზარალის გამო კომპენსაციის სახით 4.5 მილიონი $ მიეღო. ჯერონიმო პრატი, რომელიც ცნობილი რეპერის, 2Pac-ის ნათლიაც იყო, 2011 წელს ტანზანიაში გულის შეტევით დაიღუპა.
ბიოგრაფიული სურათში, რომლის სამუშაო სათაური „სიგნალ ჰილი“ გახლავთ, ასევე ითამაშებენ ენტონი მაკი და ელიზაბეტ ბენკსი. სცენარის ავტორი დამწყები კინოდრამატურგი დევიდ მაკმილანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმი ფოქსისა და ტეილორ ჰეკფორდის პირველი კოლაბორაცია ასევე ბიოგრაფიული დრამა იყო - 2004 წელს გამოსული ფილმი აღიარებულ მუსიკოს რეი ჩარლზზე სათაურით „რეი“, მსახიობისთვის ოქროს გლობუსისა და ოსკარის მომტანი აღმოჩნდა.