weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჯეიმი ფოქსი პარტია „შავი პანტერების“ ლიდერს განასახიერებს

14:02 შაბათი, 28 ოქტომბერი 2017

ოსკაროსანი მსახიობი ჯეიმი ფოქსი პარტია „შავი პანტერების“ ერთ-ერთ ლიდერ ელმერ (ჯერონიმო) პრატის როლს შეასრულებს ბიოგრაფიულ ფილმში, რომელსაც ვეტერანი ამერიკელი რეჟისორი ტეილორ ჰეკფორდი გადაიღებს. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი რეჟისორისა და მსახიობის რიგით მეორე ერთობლივი ნამუშევარი იქნება.

ფილმის სიუჟეტი ვიეტნამის ომის ვეტერანისა და პარტია „შავი პანტერების“ ლიდერ ჯერონიმო პრატის ციხიდან გათავისუფლებაზე მოგვითხრობს. იგი 1970 წელს მკვლელობისა და გატაცების ბრალდებით ჩასვეს ციხეში. ჯერონიმო პრატმა პატიმრობაში 27 წელი გაატარა, იქამდე სანამ ცნობილმა ადვოკატმა ჯონი კოქრანმა მისი უდანაშაულობა დაამტკიცა და დაეხმარა მას, რათა ზარალის გამო კომპენსაციის სახით 4.5 მილიონი $ მიეღო. ჯერონიმო პრატი, რომელიც ცნობილი რეპერის, 2Pac-ის ნათლიაც იყო, 2011 წელს ტანზანიაში გულის შეტევით დაიღუპა.

ბიოგრაფიული სურათში, რომლის სამუშაო სათაური „სიგნალ ჰილი“ გახლავთ, ასევე ითამაშებენ ენტონი მაკი და ელიზაბეტ ბენკსი. სცენარის ავტორი დამწყები კინოდრამატურგი დევიდ მაკმილანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ჯეიმი ფოქსისა და ტეილორ ჰეკფორდის პირველი კოლაბორაცია ასევე ბიოგრაფიული დრამა იყო - 2004 წელს გამოსული ფილმი აღიარებულ მუსიკოს რეი ჩარლზზე სათაურით „რეი“, მსახიობისთვის ოქროს გლობუსისა და ოსკარის მომტანი აღმოჩნდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]