weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ობობებისა და გველებისადმი შიში ადამიანში თანდაყოლილია

15:42 სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017

უკვე დიდი ხანია, მეცნიერებს შორის მიმდინარეობს კამათი, არაქნოფობია ადამიანებში, როგორც სახეობაშია ჩადებული თუ მას შემდგომ ცხოვრებაში ვიძენთ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გერმანელმა მკვლევარებმა ექსპერიმენტისთვის ჩვილ ბავშვებს მიმართეს.

მაქს პლანკის სახელობის ადამიანის ცნობიერებისა და ტვინის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარები ექვსი თვის ბავშვებს ობობათა ფოტოებს აჩვენებდნენ, რათა განესაზღვრათ მათი თანდაყოლილი, უსწავლელი პასუხი არაქნიდების დანახვისას. ექსპერიმენტის დროს თვალის ინფრაწითელმა მზომავმა ბავშვების თვალის გუგების გაფართოება დააფიქსირა, რაც „ბრძოლა ან ფრენის“ (ფსიქოლოგიური რეაქცია) ქიმიურ ნაერთ ნორეპინეფრინის დონეზე მიუთითებდა, შესაბამისად - საპასუხო სტრესის ზომაზე.

გარდა ობობათა ფოტოებისა, მშობლების კალთაში მჯდარ ბავშვებს ასევე აჩვენეს ყვავილების, გველებისა და თევზების ფოტოები. ობობების შემთხვევაში, თვალის გუგების საშუალო გაფართოება 0.14 მმ იყო, ყვავილების შემთხვევაში კი მხოლოდ 0.03 მმ. სხვაობა ასე თვალშისაცემი არ ყოფილა გველებისა და თევზების შემთხვევაში, რისი მიზეზიც მკვლევართა აზრით ისაა, რომ ორივე ფოტოზე ასახული იყო ცხოველი და შესაბამისად, უფრო მსგავსი იყო საპასუხო რეაქცია. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თვალის გუგების ყველაზე დიდ გაფართოებას იწვევდნენ ობობები და გველები, იმდენად მცირეწლოვან ბავშვებშიც კი, რომლებსაც არანაირად არ შეიძლება სცოდნოდათ, რომ ობობები სახიფათოა - რის გამოც უფროს ადამიანებს მათი ეშინიათ.

ამრიგად, ექსპერიმენტმა დაასკვნა, რომ გველებისა და ობებებისადმი შიშს ევოლუციური წარმომავლობა აქვს. მკვლევარები აზრით, უთვალავ თაობათა განმავლობაში, ადამიანთა წინაპრებში გამომუშავდა თვისება, რომელიც ადრეულ ადამიანურ ონტოგენეზში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და აადვილებს შიშის სწავლას წინაპართა საფრთხეების გამო.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების თანამედროვე წესიდან გამომდინარე იშვიათად გვიწევს კონტაქტი სახიფათო გველებთან ან ობობებთან, ჩვენი შორეული წინაპრები ასეთი იღბლიანები არ იყვნენ და სწორედ ამიტომ ამ არსებებთან შეხვედრისას ადამიანში გამოწვეული შიში და ზიზღი სინამდვილეში უნდა იყოს გადარჩენის ინსტინქტის გადმონაშთი, რომელიც ადამიანთა წინაპრებს ჯერ კიდევ უძველეს ხანაში განუვითარდათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]