ოფიციალური განმარტებით, მინიმალისტური ტელეფონი სახელად Light Phone, მუშაობს როგორც სმარტფონის დამატება. მის მომხმარებლებს შეუძლიათ სმარტფონიდან ყველა ზარი აღნიშნულ ტელეფონში გადააგზავნონ, სმარტფონი სახლში დატოვონ და ახალ ტელეფონთან ერთად ნაკლები კავშირის იმედად იმოგზაურონ.
ტელეფონი იყენებს 2G GSM კავშირის ქსელს და აქვს მხოლოდ ძირითადი ელემენტები: ხელისგულის ზომის კორპუსი, საათის მაჩვენებელი უბრალო LCD-ეკრანი და კლავიატურა, რაც მოხმარებელს საშუალებას აძლევს მხოლოდ ზარები განახორციელოს, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და ყოველგვარი აპლიკაციების გარეშე.
ნოვატორული ტელეფონი The Light Phone მხოლოდ ორ ფერშია დამზადებული - შავი და თეთრი, მისი ფასი კი 150 $ გახლავთ.