weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სექსუალურ ძალადობაში ბრალი დასტინ ჰოფმანსა და ბრეტ რეტნერსაც დასდეს

11:48 ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017

ორი ოსკარის მფლობელ ლეგენდარულ მსახიობ დასტინ ჰოფმანს სექსუალურ შევიწროებაში ბრალი მისმა ყოფილმა ასისტენტმა ანა გრემ ჰანტერმა დასდო, ანალოგიური სახის ძალადობაში ასევე დაადანაშაულეს ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი ბრეტ რეტნერიც, რომელიც ექვსმა ქალმა ამხილა.

როგორც მწერალი ანა გრემ ჰანტერი გამოცემა The Hollywood Reporter-თან დეტალურად ყვება, იგი 17 წლის იყო, როდესაც 1985 წელს სატელევიზიო ფილმ „კომოვოიაჟერის სიკვდილის“ (Death of a Salesman) გადაღებების პერიოდში დასტინ ჰოფმანი მას სექსუალურად ავიწროებდა.

„როდესაც ნიუ იორკის სკოლის უფროსკლასელი ვიყავი, სატელევიზიო ფილმ „კომოვოიაჟერის სიკვდილის“ გადაღებებზე ასისტენტად ვმუშაობდი. გადაღებების პირველ დღეს მან მითხრა, რომ მისთვის ფეხზე მასაჟი გამეკეთებინა და ეს გავაკეთე კიდეც. ის ღიად მეფლირტავებოდა, უკანალზე მეხებოდა და გამუდმებით სექსზე მესაუბრებოდა. ერთ დილას მის საგრიმიოროში შევედი, რათა საუზმე მიმეტანა, ის დაჟინებით მიცქერდა, შემდეგ კი დრო იხელთა და მითხრა, რომ მაგრად მოხარშული კვერცხი და ნახევრად უმი კლიტორი უნდოდა, რის შემდეგაც სიცილი დაიწყო, მე უსიტყვოდ ვიდექი, შემდეგ სააბაზანოში შევვარდი და ვიტირე. რამდენჯერაც უკანალზე შემეხო, იმდენჯერ ძლიერად გავარტყი და ვუყვირე, რომ ბინძური ბებერი იყო“, - ყვება ჰოფმანის ყოფილი ასისტენტი.

ანა გრემ ჰანტერი ამბობს, რომ გადაღებებზე ხუთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და დღიურსაც წერდა, რომელიც შემდეგ თავის დას გაუგზავნა.

„ახლა, 49 წლის ასაკში ვხვდები, რას შვრებოდა დასტინ ჰოფმანი. ის მოძალადე იყო, მე - ბავშვი, ეს სექსუალური ძალადობა იყო“, - აღნიშნა ჰანტერმა.

ასევე ცნობილია, რომ პრესტიჟულმა გამოცემამ Los Angeles Times, ჰოლივუდში აგორებულ სექს-სკანდალებზე მორიგი ინფორმაცია გაავრცელა: ექვსმა ქალმა, მათ შორის ცნობილმა მსახიობებმა - ნატაშა ჰენსტრიჯმა და ოლივია მანმა, რეჟისორ ბრეტ რეტნერს ბრალი სექსუალურ შევიწროებაში დასდეს, რის შემდეგაც ჰოლივუდელ რეჟისორსა და პროდიუსერთან თანამშრომლობა უკვე გაწყვიტა სტუდია „უორნერ ბრაზერსმა“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]