Ducati MH900e - მოტოციკლი მაიკლ ჰეილვუდის 1978 წელს მოპოვებული გამარჯვების საპატივსაცემოდ აიწყო. ვინტაჟური გარეგნობის გარდა ის თავის დროისთვის უმძლავრეს მოტოციკლს წარმოადგენდა. საბედნიეროდ ეს კონცეპტი რეალობად იქცა და 2000 ეგზემპლარად გამოუშვეს.
Honda Grom Scambler - ამ მოდელის შემხედვარე, ყველა მიხვდება, რომ ის გაუვალი ადგილებისთვისა და საშიში სისწრაფისთვის შექმნეს. „ჰონდა“ აღნიშნული კონცეპტის წარმოებას გეგმავდა.
Husqvarna 401 - მოდელი მსუბუქი, მშვიდი გადაადგილებისთვის სამი წლის წინ შეიქმნა. მის დიზაინში აქამდე არსებული სტრუქტურული მიდგომები ოდნავ შეცვლილია.
Akira bike - უნიკალური დიზაინის მქონე კონცეპტი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ანიმედანაა, რომელმაც ურიცხვი ფანატის გული მოიგო. ლაზერული განათებით, რადარებითა და სხვა ფუტურისტული გაჯეტების მქონე მოტოციკლი უცხო პლანეტიდან შემოჭრილ ობიექტს ჰგავს, რომლის წარმ
Motoczysz C1 - ერთი შეხედვით ის ჩეულებრივ სპორტულ მოტოციკლს ჰგავს, თუმცა მას რევოლუციური ძრავი აქვს, რომლის გამოც ბაიკერს ჰიროსკოპულ ეფექტსა და ე.წ. ბრუნვის მომენტთან დიდი ჯაფა დაადგება. სამწუხაროდ MotoGP-ის ხელმძღვანელობამ იგი წარმოებიდან ამოიღო, რასაც მ
Lotus C-01 - 200 ცხენისძალის მქონე მძლავრი მოტოციკლის ცქერა უსასრულოდ შეიძლება, იმის მიუხედავადაც კი, თუ რა ფერისაა იგი.
Honda Motor Compo - ბევრს გაგონილი ექნება Honda Motocompo-ს შესახებ, ეს კი მისი შემდეგი მოდელია, რომელიც ელექტროობაზე მუშაობს და გარეგნულად iPhone-ს ჰგავს.
Ecosse ES1 Spirit - ფორმულა 1-ის ყოფილმა ინჟინრებმა მსოფლიოში საუკეთესო სპორტული ბაიკის აწყობა განიზრახეს, მასის სწორი განაწილებისა და სიმძლავრის გაუმჯობესების ბალანსის დაცვით - ჩონჩხის გარეშე, თუმცა ამ კონცეპტმა დღის სინათლე ვერ იხილა.
Yamaha Motobot - მანქანების აჯანყებისთვის მზად ხართ? კომპანია „იამაჰა“ კი მზადაა, რადგან ორი წლის წინ ტოკიოში მოტოციკლზე მჯდომი რობოტი წარმოადგინეს, რომელმაც თვით ლეგენდად ქცეული ვალენტინო როსიც აღაფრთოვანა.
Suzuki Falcorustyco - აღნიშნული კონცეპტის გამომზეურების შემდეგ კომპანია „სუზუკიმ“ განაცხადა, რომ ათ წელიწადში ყველა იმ ტექნოლოგიის საყოველთაო გამოყენება მოხდება და დაინერგება, რომელიც ამ მოტოციკლს აქვს: ელექტრომაგნიტური მუხრუჭები, მთლიანად ჰიდრავლიკური გა