weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ადიდასმა“ ოკეანეში შეგროვილი ნარჩენებისგან სპორტული ფეხსაცმელი დაამზადა

12:45 შაბათი, 04 ნოემბერი 2017

„ადიდასმა“ ახალი სპორტული ფეხსაცმელი ოკეანეში ნაპოვნი პლასტმასის ნარჩენებისგან დაამზადა. გერმანულმა ბრენდმა ჯერ კიდევ გასულ წელს გადაწყვიტა, ოკეანეების დასუფთავებაში საკუთარი წვლილი შეეტანა და ახალი კოლექცია ორგანიზაცია Parley For The Oceans-თან თანამშრომლობით შექმნა.

აღნიშნული ორგანიზაცია სწორედ ოკეანეების დასუფთავებითაა დაკავებული. ფეხსაცმელი სახელად UltraBOOST Uncaged Parley, ამიერიდან სერიულად იწარმოება. ახალი პროდუქტის ღირებულება 160 ევროა.

ცნობილია, რომ ყოველწლიურად ოკეანეებში 6.5-8 მილიონი ტონა ნარჩენი ხვდება. „ადიდასმაც“ უნიკალური ნაწარმის შექმნით საზოგადოებას ეს პრობლემა კიდევ ერთხელ შეახსენა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]