გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დაანონსებულ პროექტში „ამაზონის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი პირადად იქნება ჩართული, თუმცა კომპანიებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ფენტეზი ჟანრის ლიტერატურის კლასიკად აღიარებული „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის მიხედვით უკვე არსებობს ანიმაციური ფილმები და რეჟისორ პიტერ ჯექსონის უაღრესად წარმატებული კინოტრილოგია, რომელსაც ჯამში 17 ოსკარი აქვს მოპოვებული და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კინოსერიებად ითვლება.