weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიშელ პფაიფერმა სექსუალურ ძალადობას ჰოლივუდის სისტემური პრობლემა უწოდა

17:28 ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017

ოსკარის სამგზის ნომინანტმა კინოვარსკვლავმა მიშელ პფაიფერმა უკანასკნელ ხანს ჰოლივუდში გახმაურებულ სექსუალურ სკანდალებს სისტემური პრობლემა უწოდა. 59 წლის ამერიკელმა მსახიობმა BBC-ისთან ინტერვიუში ჰარვი ვაინშტაინის შესახებ ისაუბრა.

„ჰარვისთან არასოდეს მიმუშავია, მაგრამ მანამდე მქონდა მსგავსი გამოცდილება და უნდა ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ამბები გახმაურდა, რომელ ქალთანაც ამ თემაზე ვისაუბრე, ყველა მათგანს ჰქონდა ძალადობრივი გამოცდილება. ეს კი პირდაპირ გვაჩვენებს, თუ რა სისტემურია ეს პრობლემა.“ - აღნიშნა ჰოლივუდის ვარსკვლავმა.

ინგლისელ მსახიობ ოლივია კოლმანთან ერთად სტუმრობისას, მიშელ პფაიფერმა ვიდეოინტერვიუში განაცხადა, რომ უკანასკნელმა სკანდალებმა გზა გაუხსნეს დიდი ხნის მოლოდინე დისკუსიას და დაგვანახეს უფრო ადრე გადასაწყვეტი პრობლემა.

ამ დროისთვის ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ ბრალდებათა რიცხვი 60-ს ასცდა. უკანასკნელად გავლენიან პროდიუსერს სექსუალურ ძალადობაში ბრალი პას დე ლა უერტამ დასდო - ესპანური წარმოშობის 33 წლის ამერიკელი მოდელისა და მსახიობის განცხადებით, ჰარვი ვაინშტაინმა ის 2010 წელს ორჯერ გააუპატიურა. ახალგაზრდა მოდელი და მსახიობი ჰარვი ვაინშტაინის წარმოებულ ფილმებში 14 წლის ასაკიდან მონაწილეობდა, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კი პროდიუსერმა ორჯერ იძალადა მსახიობზე. პას დე ლა უერტას საქმეზე, ისევე როგორც ვაინშტაინის წინააღმდეგ სხვა ბრალდებებზე, უკვე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც ნიუ იორკის პოლიციის დეტექტივი ნიკოლას დიგაუდიო ხელმძღვანელობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]