ბიოპიკს სათაურად „არასამოქალაქო ომი“ (The Uncivil War) ქალი რეჟისორი დი რისი გადაიღებს, სცენარის ავტორი კი დევიდ კუკოფია. ფილმის სიუჟეტი თანასწორი უფლებებისთვის აქტივისტ გლორია სტაინემისა და ადვოკატ ფლორინს კენედის ერთობლივი ბრძოლის შესახებ იქნება. მათ წინააღმდეგ კონსტიტუციონალისტი, კონსერვატორი აქტივისტი ქალი ფილის შლეფლი გამოდიოდა. ფილმის გადაღებები სტარტს მომდევნო წლის დასაწყისში აიღებს.
ოსკარის ნომინანტ კერი მალიგანისა და რეჟისორ დი რისითვის გლორია სტაინემის ცხოვრების ეპიზოდებზე დაფუძნებული ფილმი რიგით მეორე თანამშრომლობა იქნება. მათ პირველ კოლაბორაციას წლევანდელი დრამა „მადბაუნდი“ (Mudbound) წარმოადგენს, რომელიც წლევანდელი ოქროს გლობუსებისა და ოსკარების მოპოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატ ფილმად მოიაზრება.