ჯეიმს დინი (1931-1955) - სპორტული ავტომობილების მოყვარული ჰოლივუდის ვარსკვლავის უკანასკნელი ფოტო მისივე „პორშესთან“ ერთად ფატალურ ავარიამდე მცირე ხნით ადრეა გადაღებული. ცნობილი ფაქტია, რომ ჯეიმს დინმა მსახიობ ალეკ გინესს სპორტული „პორშე“ ამაყად აჩვენა, რა
მერილინ მონრო (1926-1962) - ლეგენდარული მსახიობი და სექს-სიმბოლო ჯაზის პიანისტ ბადი გრეკოსთან ერთად ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა.
ჯიმი ჰენდრიქსი (1942-1970) - ლეგენდარული გიტარისტის ბოლო ფოტო მისმა მეგობარმა გოგონამ მონიკა დანემანმა მუსიკოსის სიკვდილის წინა დღეს გადაიღო.
ელვის პრესლი (1935-1977) - როკ-ენ-როლის მეფე დანტისტთან ვიზიტისას. მეორე დღეს იგი გულის შეტევას ემსხვერპლა.
ჯონ ლენონი (1940-1980) - ლეგენდარული მუსიკოსი თავის ბოლო ფოტოზე ავტოგრაფს აძლევს თავისივე ფანატ მარკ ჩეპმენს. ალბომზე ხელმოწერის შემდეგ ლენონი ჩეპმენს შეეკითხა: „სულ ეს გინდა?“, ოთხი საათის შემდეგ მარკ დევიდ ჩეპმენმა იგი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი გასროლ
ბობ მარლი (1945-1981) - რეგის მეფის მიუნხენში გადაღებული უკანასკნელი ფოტო.
ფრედი მერკური (1946-1991) - როკ-ჯგუფ Queen-ის სოლისტი შიდსის გამოწვეულ ბრონქოპნევმონიას ემსხვერპლა. უდიდესი მუსიკოსი შიდსის შესახებ ინფორმაციას სიკვდილის წინა დღემდე მალავდა.
ტუპაკ შაკური (1971-1996) - ცნობილი რეპერის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობამდე წამებით ადრე გადაღებული ფოტო.
მაიკლ ჯექსონი (1958-2009) - პოპ-მუსიკის მეფის სიკვდილამდე ორი დღით ადრე, რეპეტიციაზე გადაღებული ფოტო.
ემი ვაინჰაუსი (1983-2011) - ახალგაზრდა მუსიკოსის ლონდონში გადაღებული ფოტო. ერთი კვირის შემდეგ იგი ალკოჰოლის გადამეტებული დოზით გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.
სტივ ჯობსი (1955-2011) - გამომგონებელის ბოლო ფოტო კალიფორნიაში, მისავე სახლში გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრეა გადაღებული. Apple-ის დამფუძნებელი პანკრეასის კიბოს ემსხვერპლა.
უიტნი ჰიუსტონი (1963-2013) - მომღერალის სიკვდილამდე ორი დღით ადრე გადაღებულ ფოტოზე ჩანს, როგორ ტოვებს ის ღამის კლუბს.
პოლ უოკერი (1973-2013) - „ფორსაჟის“ კინოსერიების ვარსკვლავი ტრაგიკულ ავტოავარიამდე რამდენიმე წუთით ადრე.
რობინ უილიამსი (1951-2014) - ოსკაროსანმა მსახიობმა ბოლო ფოტო საკუთარ მაიმუნთან სახელად „კრისტალთან“ ერთად გადაიღო და „ინსტაგრამზე“ დადო. 20 დღის შემდეგ ჰოლივუდის ვარსკვლავმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - იგი კალიფორნიაში მდებარე საკუთარ სახლში ჩამომხ
დევიდ ბოუი (1947-2016) - ბრიტანელი მუსიკოსის ბოლო ფოტო 2015 წლის 7 დეკემბრით თარიღდება, როდესაც ის უკანასკნელად გამოჩნდა საზოგადოებაში მიუზიკლ Lazarus-ის პრემიერაზე ნიუ იორკში.
ალან რიკმანი (1946-2016) - ბრიტანელი კინოვარსკვლავი პანკრეასის კიბოს ემსხვერპლა.
მუჰამედ ალი (1942-2016) - ლეგენდარული მოკრივის ბოლო ფოტო ქალიშვილ ჰანა ალისთან ვიდეოსაუბრისასაა გადაღებული.
კერი ფიშერი (1956-2016) - „ვარსკვლავური ომების“ ვარსკვლავმა უკანასკნელი ფოტო ლონდონის ქუჩებში ფანატთან ერთად გადაიღო, მომდევნო დღეს თვითმფრინავით აფრენისას გულის შეტევა დაემართა და ჰოსპიტალში 4 დღის შემდეგ დაიღუპა.
ჩესტერ ბენინგტონი (1976-2017) - როკ-ჯგუფ Linkin Park-ის სოლისტის სუიციდის წინა დღეს მისივე მეუღლის მიერ გადაღებული ფოტო.
ჰიუ ჰეფნერი (1926-2017) - ჟურნალ „პლეიბოის“ დამფუძნებლის ბოლო ფოტოზე ის ოჯახის წევრებთან ერთად ნარდს თამაშობს.