ჯერ-ჯერობით უცნობია რეჟისორისა და მთავარი როლების შემსრულებელთა ვინაობა, მაგრამ როგორც ფილმის შემქმნელები აცხადებენ, ახალი მასშტაბური ეკრანიზაცია არამარტო რუს, არამედ საერთაშორისო მაყურებელზე იქნება გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდს „ოსტატი და მარგარიტას“ ფილმად გადაღების მცდელობა 1980 წელს ჰქონდა, როდესაც რეჟისორად რომან პოლანსკი იყო მიჩნეული, თუმცა სტუდია „უორნერ ბრაზერსმა“ ფინანსური რისკების გამო პროექტი გააუქმა.
რაც შეეხება რუსულ კინოვერსიებს, არსებობს ორი ეკრანიზაცია: ერთი 1994 წელს გამოსული ნაკლებად წარმატებული მხატვრული ფილმია, მეორე კი - რეჟისორ ვლადიმირ ბორტკოს 2005 წელს გამოსული 10-სერიანი წარმატებული ტელევერსია.