weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„ოსტატი და მარგარიტას“ მორიგი ეკრანიზაცია რუსულ-ამერიკული კინოპროდუქცია იქნება

11:34 ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017

რუსმა პროდიუსერმა სვეტლანა მიგუნოვა-დალიმ, რომელმაც „ოსტატი და მარგარიტას“ ეკრანიზაციის უფლებები ჯერ კიდევ ათი წლის წინ შეიძინა, განაცხადა, რომ მიხეილ ბულგაკოვის ფილოსოფიური რომანის კინოადაპტაციაზე ამერიკელ კოლეგა გრეის ლოსთან ერთად იმუშავებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია რეჟისორისა და მთავარი როლების შემსრულებელთა ვინაობა, მაგრამ როგორც ფილმის შემქმნელები აცხადებენ, ახალი მასშტაბური ეკრანიზაცია არამარტო რუს, არამედ საერთაშორისო მაყურებელზე იქნება გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდს „ოსტატი და მარგარიტას“ ფილმად გადაღების მცდელობა 1980 წელს ჰქონდა, როდესაც რეჟისორად რომან პოლანსკი იყო მიჩნეული, თუმცა სტუდია „უორნერ ბრაზერსმა“ ფინანსური რისკების გამო პროექტი გააუქმა.

რაც შეეხება რუსულ კინოვერსიებს, არსებობს ორი ეკრანიზაცია: ერთი 1994 წელს გამოსული ნაკლებად წარმატებული მხატვრული ფილმია, მეორე კი - რეჟისორ ვლადიმირ ბორტკოს 2005 წელს გამოსული 10-სერიანი წარმატებული ტელევერსია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]