სააგენტოს განცხადებით, მერაია კერი მიზანმიმართულად ახორციელებდა სქესობრივ აქტებს მაიკლ ანელოს დასანახად. გარდა ამისა, ერთ-ერთი ტურნეს დროს, მომღერალმა ანელოს სასტუმრო ნომერში ასვლა შესთავაზა და ჩემოდნების ატანა მოიმიზეზა. მომჩივნების თქმით, მომღერალი ოთახში გამჭვირვალე სამოსით დახვდა და ნომრიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.
სექსუალური შევიწროების გარდა, დაცვის სამსახურის სააგენტო მერაია კერისგან მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს, რადგან ის მათ შეურაცხმყოფელ სიტყვებით მიმართავდა და მაიკლ ანელოს ნაცისტს უწოდებდა, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი მას კუთვნილი 221 ათასი დოლარი არ გადაუხადა.