ტელეწამყვან ელენ დეჯენერესის მეუღლემ სტივენ სიგალი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით ამხილა. პორცია დე როსიმ ფილმის როლის გამო სიგალთან შეხვედრა დეტალურად აღწერა:
„ჩემი უკანასკნელი შეხვედრა სტივენ სიგალთან მის ოფისში შედგა. მან მითხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეკრანს მიღმა ქიმია, დაჯდა და შარვალი გაიხსნა. მე გამოვიქეცი და ჩემ აგენტს დავურეკე“, - იხსენებს პორცია დე როსი.
აღსანიშნავია, რომ სტივენ სიგალი უამრავჯერ იყო ბრალდებული სექსუალურ შევიწროებასა და ოჯახურ ძალადობაში. სხვადასხვა დროს მას ბრალი ძალადობაში დასდეს: რეინ მელოუნმა, ნიკოლ სელინჯერმა, ჯენი მაკკართიმ, შერილ შუმანმა, კაიდენ ნგუიენმა და სხვებმა.