weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში გაიხსნება

12:12 ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017

ევროპის ქვეყნები უამრავი ცნობილი არქიტექტურული ღირშესანიშნაობით ამაყობენ, თუმცა ნორვეგიას შეუძლია იმით იამაყოს, რაც აქამდე „ბებერ კონტინენტზე“ არ არსებულა: ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში, სოფელ ბოლის მახლობლად, სანაპიროზე გაიხსნება.

ინტერიერის დიზაინისა და ლანდშაფტური არქიტექტურის კომპანიამ Snøhetta, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მსგავსი შენობა წყალქვეშ 11 მეტრის სიღრმეზე განათავსა. ლინესნესის მუნიციპალიტეტში არსებული რესტორანი სახელად Under (ნორვეგიულიდან ითარგმნება როგორც: „საოცრება“, ინგლისურიდან კი - „ქვეშ“) ასამდე სტუმარს დაიტევს.

 „აკვარიუმზე კიდევ უფრო ღრმა სტრუქტურა წყლის სამყაროს ნაწილი გახდება. როგორც ჩაძირული პერისკოპი, რესტორნის მასიური ფანჯრები ვიზიტორს წყალქვეშ წელიწადის სხვადასხვა დროზე დაკვირვების საშუალებს მისცემს“ - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

რესტორნის გახსნა 2019 წლისთვის იგეგმება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]