weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ჯორჯ მილერი „უორნერ ბრაზერსს“ სასამართლოში უჩივის

16:41 ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017

ავსტრალიელი ოსკაროსანი სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ჯორჯ მილერი კინოკომპანია „უორნერ ბრაზერსს“ სასამართლოში უჩივის. მიზეზი 2015 წლის კინომოვლენა „შეშლილი მაქსი: მძვინვარების გზისთვის“ განკუთვნილი ჰონორარია, რომელიც ფილმზე მომუშავე აღიარებულმა რეჟისორმა ჯორჯ მილერმა და მისმა განუყრელმა მეგობარმა და მუდმივმა კოლაბორატორმა, პროდიუსერმა დაგ მიჩელმა აქამდე ვერ მიიღეს.

„მარტივად რომ ვთქვათ, მათ მართებთ მნიშვნელოვანი ჰონორარი ფილმის შესაქმნელად იმ გულმოდგინე და მტკივნეული სამუშაოსთვის, რასაც ათწლიანი სამზადისი და სამწლიანი გადასაღები პროცესი დასჭირდა. ამ მძიმე შრომამ შედეგად მოიტანა გლობალურად წარმატებული კინოსურათი. გვერჩია, „უორნერ ბრაზერსთან“ ერთად ფილმები გვეკეთებინა, ვიდრე მის წინააღმდეგ გვედავა, მაგრამ ერთწლიანი მცდელობის შემდეგ დამაკმაყოფილებელ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და სარჩელის შეტანის მეტი არაფერი გვრჩება“, - ნათქვამია მომჩივანთა ოფიციალურ განცხადებაში.

სარჩელს გავლენიანმა კინოკომპანიამ მოკლედ უპასუხა, რომ არ ეთანხმება მას და საკუთარ პიზოციას ბოლომდე დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ ჰონორარზე დავამ შესაძლოა ფილმის გაგრძელებაზე მუშაობას ხელი შეუშალოს და ახალი სერიების გამოსვლას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

შეგახსენებთ, რომ პოსტ-აპოკალიპტური ჟანრის ფილმი „შეშლილი მაქსი: მძვინვარების გზა“ მსოფლიო კინოეკრანებზე 2015 წლის მაისში გამოვიდა და მაყურებლებისა და კინოკრიტიკოსებისგან უაღრესად დადებითი შეფასებები დაიმსახურა.  მძაფრსიუჟეტიან სუპერჰიტს სხვადახვა დაჯილდოებებზე 224 ნომინაცია და 104 პრიზი ერგო, მათ შორის ამერიკის კინოაკადემიის რიგით 88-ე დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი - 6 ოსკარი ტექნიკურ ნომინაციებში: მხატვრული გაფორმება, კოსტიუმების დიზაინი, ხმის ეფექტები, ხმის მონტაჟი, მონტაჟი და გრიმი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]