weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„პიქსარის“ ახალმა ანიმაციამ მექსიკის კინოთეატრების რეკორდი მოხსნა

12:41 ხუთშაბათი, 16 ნოემბერი 2017

ანიმაციური სტუდია „პიქსარისა“ და კომპანია „დისნეის“ ერთობლივმა პროდუქციამ, სათაურით „კოკო“ (Coco), რომელიც მექსიკელი მთავარი გმირისა და მექსიკური სახალხო დღესასწაულის თემატიკაზეა, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კინოთეატრებში, ისტორიაში ყველაზე დიდი შემოსავლის მოგება შეძლო.

ანიმაციურმა ფილმმა მექსიკის კინოთეატრებში 824 მილიონი პესო (43 100 000 $) მოაგროვა და ამ ქვეყნის მასშტაბით „შურისმაძიებლების“ (2012) რეკორდი გააუმჯობესა.

„კოკოს“ პრემიერა 27 ოქტომბერს მექსიკაში, მორელიას კინოფესტივალზე გაიმართა - მექსიკური სახალხო დღესასწაულ „გარდაცვლილთა დღემდე“ ორი დღით ადრე, მსოფლიოს კინოეკრანებზე კი „პიქსარის“ უახლესი ანიმაცია 22 ნოემბრიდან გავა. მისი რეჟისორი ოსკაროსანი ლი ანკრიჩია (ანიმაციით „სათამაშოების ისტორია 3“).

კომპიუტერული ანიმაციური ფილმის მთავარი პერსონაჟი 12 წლის მექსიკელი ბიჭუნა მიგელია, რომელიც მუსიკოსობაზე ოცნებობს და ირეალური სამყაროს საიდუმლოებების მონაწილე აღმოჩნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]