weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ექვსი ვარსკვლავი The Hollywood Reporter-ის ფოტოებზე

17:51 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

პოპულარულმა ჟურნალმა The Hollywood Reporter, ახალი ნომრისთვის მსახიობები ჯენიფერ ლოურენსი, ემა სტოუნი, ჯესიკა ჩესტეინი, ელისონ ჯენი, სირშა რონანი და მუსიკოსი მერი ჯ. ბლაიჯი მიიწვია.

გამოცემასთან ინტერვიუში ვარსკვლავებმა ისაუბრეს, თუ როგორია ქალბატონებისთვის დღევანდელ პირობებში ჰოლივუდში მუშაობა. ოსკაროსანმა ჯენიფერ ლოურენსმა გაიხსენა, როგორ „ისჯება“ გადასაღებ მოედანზე, როდესაც საკუთარი თავის დაცვას ცდილობს.

„ზოგჯერ ასე ხდება, თუკი როგორმე გადავწყვიტე თავი დავიცვა, ამ დროს მოდის პროდიუსერი და მეუბნება, რომ მეტისმეტად თვითნებურად ვიქცევი, რაც სინამდვილეში არასწორია. ჩემი სამუშაო საფრთხის ქვეშ დგებოდა ხოლმე, იმიტომ რომ რეჟისორს ჩემი მისამართით წარმოთქმულ ფრაზებზე ვუთითებდი, რომ ასე საუბარი არ შეიძლება. აი ამ დროს მსჯიდნენ, ბოლოს კი მეშინოდა, რომ ჩემთან საერთოდ აღარ იმუშავებდნენ. ჩემზე ამბობდნენ რომ რთული ვარ… ეს ნამდვილი კოშმარია“, – აღნიშნა 27 წლის მსახიობმა.

ჯესიკა ჩესტეინმა კინოინდუსტრიის დღევანდელი პერიოდი ძველ დროს შეადარა და განმარტა, რომ ამჟამად ამ სფეროში ქალთა მიმართ ძალადობა დაუნახავი აღარ რჩება.

The Hollywood Reporter-ის რედაქტორ მეთიუ ბელონის ყოველწლიურ ვრცელ სტატიაში (Actress Roundtable) დართული ფოტოები ჰოლივუდის სტუდია Line 204-შია გადაღებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]