რობოტი კომპანია Yukai Engineering-ს ეკუთვნის და მათი მიზანი შინაური კატის მსგავსი მოწყობილობის შექმნა იყო. ბეწვით დაფარული ანტისტრესი მართლაც შინაური ცხოველივით იქცევა, როდესაც მას ადამიანი ეხება ის კუდის ქიცინს იწყებს და რაც უფრო ხშირია კონტაქტი, რობოტიც უფრო აქტიური ხდება.
საინტერესო სიახლის ავტორები იმედოვნებენ, რომ ფუმფულა მეგობარი სულ მალე ბევრი ადამიანის ოჯახში გამოჩნდება.