აიოვას შტატის ქალაქ დი მოინში მცხოვრებმა ერიკ იასკოლკამ კოლექციის შეგროვება მაშინ დაიწყო, როდესაც 1989 წელს მისმა მასწავლებელმა, რომელიც კომიქსების ჟურნალების მაღაზიას ფლობდა, სუპერგმირებზე შექმნილი კომიქსების სერიები გააცნო. მის კოლექციაში თავდაპირველად მხოლოდ კომიქსები და სათამაშოები იყო, 1994 წლიდან კი ფიგურების და სხვა სუვენირების მოგროვება დაიწყო.
ამჟამად ერიკ იასკოლკას უნიკალური კოლექცია 15 400 ნივთს ითვლის. მასში შედის როგორც სათამაშო ფიგურები და სუვენირები, ასევე იქს-ადამიანების ბრენდით წარმოებული სხვადასხვა ნივთები, მაგალითად - საათები, ჭურჭელი და სხვა.
იქს-გენის მქონე გამოგონილ მუტანტებს შორის, ერიკ იასკოლკას საყვარელი სუპერგმირი სამურავია.